Facebook-ი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე შექმნიან ვებგვერდს, რომელიც “რუსეთის პროპაგანდის” შემცველ მასალას გამოავლენს.
აღნიშნულ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, დაკავშირებულია თუ არა კონკრეტული პუბლიკაცია ან ანგარიში სანკტ-პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ-კვლევით სააგენტოსთან. ამ სააგენტოს Facebook -ში ახასიათებენ “აგენტად, რომელიც აშშ-ში დემოკრატიას ძირს უთხრის”.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საძიებო სისტემა Google-ი რუსეთის პროპაგანდისტული მასალის გაფილტრვას გეგმავს. საუბარია Russia Today-ისა და Sputnik-ის მასალის რანჟირებაზე.