LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია: ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო

237
თამაზ ხომასურიძე

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს.

აღნიშნული დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს, რის შემდეგაც, მას იძულებით მკურნალობაზე აკადემიკოს, ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რომელიც ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

magti 5g