სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად არსებული ნაპრალი ქვიშითა და ღორღით უნდა ამოევსოთ რეალობა აღმოჩნდა.
“მე მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება”,-წერს თეა გოდოლაძე.