LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის თინეიჯერი – მეგ რაიანი სანტა-ბარბარას ქუჩებში კეპსა და ჰუდში გამოჩნდა

296
41433414-0-image-a-89-1617771627537

დიახ ქერათმიანი ლამაზმანი, უცნაური სიარულის მანერითა და დამახასიათებელი მიმიკები უკვე პატარა გოგო აღარ არის. მეგ რაიანი რამდენიმე თვეში 60 წლის გახდება, თუმცა ახალგაზრდულ იერს ახლაც ინარჩუნებს.

მეგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება. ცოტა ხნის წინ ის ქალიშვილთან, დეიზისთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.

ფოტო: საოცრად შეცვლილი 59 წლის მეგ რაიანი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

ახლახანს კი მეგი სანტა-ბარბარას ქუჩებში გადაიღეს, ის საყიდლებზე მარტო იმყოფებოდა. ამჯერად „ფრანგული კოცნის“ ვარსკვლავმა ლურჯ ჯინსსა და ნარინჯისფერ ჰუდზე შეაჩერა არჩევანი, „ლუქი“ კი შავი კეპით დააგვირგვინა. ის თინეიჯერივით გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, მეგს  2 შვილი ჰყავს. 17 წლის ქალიშვილი ერთი წლის ასაკში იშვილა. ყოფილ მეუღლესთან, დენის ქუეიდთან კი 28 წლის ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები