ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განუცხადა.ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მეხანძრეს დამწვრობა ხელის არეში აქვს მიღბული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დრომდე მიმდინარეობს სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია. სასტუმროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებულიც გაიყვანეს. სასტუმროში სამ პირთან კავშირი ვერ მყარდებოდა. თვითმხილველების განცხადებით, სპაცენტრში, სადაც დაახლოებით, ორი საათის წინ ხანძარი გაჩნდა, 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა. სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტებიც იმყოფებოდნენ.
მერიის და ტურიზმის დეპარტამენტის სამსახურები ლეოგრანდის მობინადრეებს სხვადასხვა სასტუმროებში ანაწილებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.