რესტორანში „ქვევრი“ დღეს თემურ თათარაშვილის კონცერტი იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც რესტორნის ოფიციალური „ფეისბუქიდან“ ვიგებთ, ის გაუქმდა.
გთავაზობთ განცხადებას:
„სამწუხაროდ, თემურ თათარაშვილი გადავიდა იზოლაციაში… გვინდა, ჯანმრთელობა ვუსურვოთ და როგორც კი გაივლის იზოლაციის პერიოდი, აუცილებლად ჩატარდება თემურ თათარაშვილის საღამო“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს კონცერტს რესტორანში ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე გამართავენ.