LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები ამბობენ, რომ სრულად ავტონომიურ ავტომობილებს ათწლეულები გვაშორებს. აი რატომ (ვიდეო)

57
futurecars

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი მანქანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ნაწილობრივ ავტონომიურადაც იმართება, ჯერ–ჯერობით არ არსებობს სრულად თვითმართვადი მანქანა, რომლის შეძენაც უკვე შესაძლებელი იქნებოდა.

სასურველი მიზნის მიღწევას საჭირო ტექნოლოგიის სრულყოფის გარდა, სხვა მრავალი ფაქტორიც უშლის ხელს. მათ შორისაა – ცუდი საგზაო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, რომელიც ავტონომიური ავტომობილების ერთმანეთთან დასაკავშირებლადაა საჭირო, საგზაო მოძრაობის დამატებითი კანონები, რათა ავტონომიური ტექნოლოგიების რეგულირება გახდეს შესაძლებელი.

ეს არის ძირითადი მიზეზები, რომელსაც ექსპერტები ავტონომიური ავტომობილების ეპოქის დადგომის გაჭიანურებას უკავშირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g