LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის გავრცელება არის ფართო: თამარ გაბუნია

61
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუისის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მისივე თქმით, ფიქსირდება, როგორც კლასტერთან დაკავშირებული ინფექციის გავრცელება, ასევე ისეთი შემთხვევებიც, რომლების კლასტერებთან არ არის დაკავშირებული.

“ვირუსის გავრცელება არის ფართო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზეც, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ იმის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება. რისკები მისი შემდგომი გავრცელების მაღალია”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს. გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

“22 090 პირი იყო ვაქცინირებული დილის მდგომარეობით. ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ დაემატა ვაქცინაციის ბრიგადები „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ანუ ვაქცინაციის ადგილები „ასტრაზენეკასთვის“ არის საკმარისი თბილისისთვის და რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებშიც საკმარისია”, – აღნიშნა გაბუნიამ.

პოპულარულები