LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვძებნოთ ბინები ქუთაისში ხელსაყრელ ფასად: რჩევები Area.ge-სგან

1224
715X40

ქუთაისი მისი მნიშვნელობითა და ისტორიით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. აიაში (როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ) და მის მიმდებარედ არსებული ღირსშესანიშნაობები ყოველ ნახვაზე გაოცებულს ტოვებს დამთვალიერებელს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უქმნის ტურისტებს.

გარდა მდიდარი ბუნებისა, საარაკო თქმულებები დადის ქუთაისელების სტუმართმოყვარეობასა და იუმორზე. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ყველა ერთმანეთის მეგობარი, ნაცნობი და ახლობელია.

ქუთაისის არქიტექტურას ბოლო წლებში ბევრი ახალი აშენებული შენობა – ნაგებობა და საცხოვრებელი ტიპის კორპუსი შეემატა, რის შედეგადაც უძრავი ქონების ბაზარი ამ ქალაქში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

ბინების ფასები ქუთაისში

მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში განსაკუთრებული მოთხოვნაა ახალაშენებულ ბინებზე. დეველოპერები თავის მხრივ ქუთაისელებს სთავაზობენ კომფორტულ და მათ სურვილებზე მორგებულ ბინებს.

ბინის ფასები ქუთაისში მრავალფეროვანია, მაგალითად, ახალაშენებულ კორპუსში,  გამსახურდიას ქუჩაზე 80 კვ.მ გარემონტებულ ბინას 109,000-110,000 ლარად შეიძენთ, რუსთაველის გამზირზე 65 კვ.მ ბინის ფასი – 102,000 -105,000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ძველ აშენებულ 92 კვ.მ ბინას თამარ მეფის გამზირზე 127,000 – 128,000 ლარი სჭირდება, ნიკეას ქუჩაზე 70კვ.მ გარემონტებულ ბინას – 98 000 – 100 000 ლარი, ამავე ფართის გაურემონტებელ ბინას სულხან- საბას ქუჩაზე  – 61,000 – 62 000 ლარად იყიდით.

მშენებარე კორპუსებში, შავი კარკასის მდგომარეობაში 55 კვ.მ ბინას 110 000 ლარად შეიძენთ, ხოლო 80 – 90 კვ.მ ბინას 156,000-160,000 ლარის ფარგლებში, ფართის ზრდასთან ერთად ფასებიც მაღლა იწევს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისი გულს არ წყვეტს ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანს და საშუალებას აძლევს მსურველებს, მათთვის ხელსაყრელ ფასად, გარკვეულ საკითხებზე დათმობის წასვლის შემთხვევაში, შესთავაზოს უძრავი ქონება.

როგორ მოვძებნოთ ბინები ქუთაისში?

ბინის ყიდვა- გაყიდვის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი სანდო პარტნიორის პოვნაა, რომელიც დაგეხმარებათ საცხოვრებლის ყიდვაში. უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge ქუთაისში გასაყიდი ბინების კარგ არჩევანს გთავაზობთ. აქ წარმოდგენილია, როგორც მშენებარე, ასევე ახალი და ძველი აშენებული ბინები. პლატფორმაზე არსებული გამარტივებული ძებნის ფუნქციონალით, ფილტრავთ მახასიათებლებს კატეგორიების მიხედვით, უთითებთ თქვენთვის სასურველ ქალაქს და არეა მხოლოდ იმ განცხადებებს გიჩვენებთ, რომელიც ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარს ეხება. Area.ge-ს მეშვეობით ბინის ყიდვა ქუთაისში მარტივი და სასიამოვნო პროცესია. უძრავი ქონების ხსენებული პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას, დაათვალიეროთ ბინა დისტანციურად, დაუკავშირდეთ მესაკუთრეს, გამოჰკითხოთ ის დეტალები, რამაც თქვენი ინტერესი გამოიწვია და შეთანხმდეთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაზე. Area.ge- ასევე გაძლევთ საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ქუთაისში ბინის შესაძენად, გადათვალოთ დაახლოებით რა თანხა გაკლდებათ და შეავსოთ განაცხადი. ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა ემიგრანტებისთვის, რადგან სესხის დისტანციურად მოთხოვნის ფუნქციონალი საქართველოში ჩამოუსვლელად იძლევა საშუალებას, აიღოთ სესხი და იყიდოთ ოცნების ბინა ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g