თბილისში მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, მიმდინარე წელს 46 122 პირი დაჯარიმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მიაწოდეს.
მათი თქმით, ეს მონაცემი 2017 წლის ინავრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდს ეხება.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმა გაოთხმაგდეს და 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდოს.