LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ

59
ბაიდენი და მერკელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთს მოუწოდებენ, რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს, – ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

„კანცლერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რუსეთმა უნდა შეამციროს ბოლოდროინდელი სამხედრო გაძლიერება,“ – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ზაიბერტმა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა უკრაინის საზღვრებსა და ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების მობილიზაციის გამო შეშფოთება გამოხატეს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g