LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰომოფობიურ განცხადებებთან მიმართებით არ გამოვრიცხავ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს: ნინო წილოსანი “ნამახვანჰესზე”

67
WILOSANI

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი  “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჟღერდება რასისტული და რადიკალური განცხადებები სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით რისკებს ქმნის.

წილოსანი არ გამორიცხავს, ჰომოფობიური განცხადებები, რაც კეთდება, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს.

„ნამახვანჰესთან“ მიმართებით იმდენად აწეულია ტემპერატურა და დიდია საზოგადოების ინტერესი, რომ თითოეული ჩვენგანი ჩართული ვართ, ვგულშემატკივრობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება დროულად და წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები არიან, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხები, რასაც მინისტრები ცდილობენ.

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა. მეორე მხრივ, გარკვეულ რასისტულ განცხადებებს ვხედავთ, რომელთან მიმართებაშიც სრულიად არ გამოვრიცხავ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, რადგან თავად ინვესტორის და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ ძალიან რადიკალური განცხადებები უბიძგებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რისკებს. ამ კუთხით ვთვლი, რომ არ არის გამორიცხული, ამ ძალიან გახმაურებულ პროცესში არეული იყოს სხვადასხვა ძალიან ცუდი და მავნე ინტერესები“, – განაცხადა წილოსანმა.

აქციაზე თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, ჩვენ გავემიჯნებით მათ და სხვა ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ: გოლეთიანი

შეგახსენებთ, გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქცია დილიდან განახლდა.

მოგვიანებით აქციას შეუერთდა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი გუმათში ჩავიდნენ არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ როგორც რიგითი ქართველები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g