LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მეწყერი ჩამოწვა, ქუთაისს 18 წუთში 35 მეტრიანი ტალღა გადაუვლის, წყლის ტალღა ფოთამდე ჩავა – საფრთხის სავარაუდო სცენარზე საიას იურისტი კვლევებზე დაყრდნობით საუბრობს

751
ქუტაისი 33

რიონის ხეობის მცველები უკანდახევას არ აპირებენ. სიტუაცია სულ უფრო იძაბება.  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ დახმარება შესთავაზა ხეობის მცველებს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა მათ უარი უთხრეს.

ვინ არის რუსეთიდან მოვლენილი ბიზნესმენი, რომელიც ბოჟაძის თქმით, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციას აფინანსებს – რა ინფორმაციას ავრცელებს ანალიტიკოსი

საიას ხეობის მაცხოვრებლების ინტერესებს იცავს. ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ამბობს, რომ ჰესის მშენებლობას შეიძლება, ძალიან დიდი ტრაგედია მოჰყვეს და ამ საფრთხეს ყურადღებას არ აქცევენ ჰესის მომხრეები, რომლებიც მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობენ.

„3 აპრილიდან ფაქტობრივად ბრძოლა აქვს ხელისუფლებას მოსახლეობისთვის გამოცხადებული. ის, რაც სოფელ გუმათში ხდება, გასულია კანონის ჩარჩოებიდან. პოლიცია აშკარად უკანონოდ მოქმედებს, მიმდინარეობს  მოქალაქეების უკანონო დაკავებები და ამან ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

უკანონო დაკავებას როდესაც ვამბობთ, ამას დასტურიც სჭირდება,  არ შეიძლება, რომ ამაზე ზედაპირულად ისაუბრო. ამის დადასტურებაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის დარბაზიდან გათავისუფლებულია არაერთი პირი, რომელიც უკანონოდ დააკავა პოლიციამ. პოლიციელები ქმნიან ოქმებს, რომ ტიპმა მათ შეაგინა. მტკიცებულებებს ვერ ადგენენ სასამართლო პროცესზე და პოლიციის ცრუ ჩვენებებზე ხდება ყველაფერი.

პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, დაძაბობს სიტუაცია, მოხდეს პროვოკაცია, რომ მოსახლეობა დააშინოს. პოლიციის N  რაოდენობაა ხეობაში მობილიზებული. დემონსტირება ხდება ჭავლის მანქანების. დემონსტირება ხდება სპეცრაზმის გადაადგილების. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ამით დააშინებს მოსახლეობას. 

რიონის მცველები უკან დახევას არ აპირებენ, კარგად ნახეთ ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ 22 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ახალი კვლევები არ აქვთ, არსებული დასკვნებით კი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა შეუძლებელია - საია

ხეობაში უამრავი კასრული მღვიმეა, რომლის გამოც ჰესის აშენება შეუძლებელია.

ფაქტობრივად, საფრთხეა 3500 წლოვანი ქალაქის განადგურების. კვლევებში წერია, რომ თუკი მოხდა ისე, ჰესის აშენების შემდეგ ჩამოწვა მეწყერი  და ზემოდან წყალის გადმოდინება მოხდა, 18-19 წუთში ქუთაისს 35 მეტრიანი ტალღა გადაუვლის. ქალაქს, რომელიც 3500 წლისაა. ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ ჰესი უნდა აშენდეს,  ამას არ ითვალისწინებენ. ვის ხარჯზე უნდა აშენდეს? მოსახლეობის განადგურების? ქუთაისს უამრავი შემოგარენი აქვს. წყალტუბო, ბაღდადი და ა.შ.  კვლევებს თუკი კარგად გავეცნობით, რომლის გათვალისწინებაც არ უნდა ხელისუფლებას, წყლის ტალღა ფოთამდე ჩავა. ეს იქნება დასავლეთ საქართველოსთვის კატასტროფა. მაგრამ პირები, რომლებიც ზეპირად ლაპარაკობენ, რომ ჰესი კარგია და აუცილებელია, ამას არ ითვალისწინებენ.

რამდენ ბალ მიწისძვრაზეა გათვლილი ჰესი, ამასაც ვერ ამბობენ, იმიტომ რომ არაა გაკეთებული შესაბამისი კვლევა.

ამაშია უბედურება და ამ უბედურებას ხედავს თვითოეული მოქალაქე და ეს იწვევს სწორედ მოსახლეობის გაღიზიანება, რასაც ემატება პოლიციის მხრიდან კანონიდან გასული მოქმედება“. – ამბობს ზაალ გორგიძე ნინი ხუგაშვილის გადაცემა „კვირის თემაში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g