“გირჩის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტში ნაწილობრივ შედიან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიესალმება, თუმცა ამავდროულად, აცხადებს რომ მიუხედავად მათ გუნდსა და “გირჩს” შორის მუდმივი კომუნიკაციისა, მათი ეს გადაწყვეტილება შეთანხმების ნაწილი არ არის.
“კეთილი იყოს მათი სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში. კარგია თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და ოთახებს დაიკავებენ. გირჩელებთან ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. თუმცა, შეთანხმების ნაწილი “ოცნებასა” და “გირჩს” შორის ნამდვილად არ არის და ეს გადაწყვეტილება მთ დამოუკიდებლად მიიღეს. მათი მოთხოვნების უმეტესობა ვერ იქნება მსჯელობის საგანი, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს. თუმცა, მსჯელობა შესაძლებელია საარჩევნო საკითხებზე,”-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის წევრები ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მივლენ. მეგრელიშვილის განცხადებით, ისინი “უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ”.
