LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერჯერობით არავინ აპირებს დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას: გიგი წერეთელი

100
გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთელის განცხადებით, ჯერჯერობით არავინ აპირებს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის გარკვეული, რა ხდება ნიკა მელიასთან და სხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მმართველი პარტიის ხელმოწერა ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე არ ცვლის.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 15 მაისის აქციისთვის მზადება და ის მთავარი სამუშაო რაც უნდა გაწიონ პარტიებმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ჩანს, პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს საბოლოო შეთანხმებისთვის.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

რაც შეეხება დოკუმენტს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. მათ შორის, მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა საკითხი, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გაათავისუფლებენ ნიკა მელიას და გიორგი რურუას, დათმობს თუ არა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, წერეთელმა ასე პასუხობს – „არა“.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურ ნაწილში ვინმე ცვლის თავის შეხედულებას დროულად ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით მე არ მომისმენია ასეთი რამ, რომ ვინმე აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით არ ისაუბროს. ახალი არჩევნების საკითხი იყო მიშელის დოკუმენტშიც, არის დანიელსონის დოკუმენტშიც ზოგადად, მაგრამ როგორ ხდება ამის დაკავშირება ახალ არჩევნებთან, რომელიც მთავარი საკითხია, ეს არ ჩანს. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება სპეკულაცია იყოს. ადგილობრივ არჩევნებთან მიბმა ახალი არჩევნების საკითხის არ არის რელევანტური. ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ და ეს არ იქნება სწორი. ეს არ არის ლოგიკური. ადგილობრივი არჩევნები არის სხვა პროცესი, ხოლო ახალი საპარლამენტო არჩევნები – სხვა. ამიტომ ეს არ არის სწორი მიდგომა“, – განაცხადა წერეთელმა და არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია რურუას გათავისუფლება პრეზიდენტის შეწყალების აქტით მოხდეს.

magti 5g