LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს – მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა, ერთადერთი გზა არეულობა და სიძულვილი: პაპუაშვილი

293
შალვა პაპუაშვილი

“გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმიანება და ამბობს, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ  ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას.

ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პაპუაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს და აღნიშნავს, რომ  მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა, ხოლო მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში და განსხვავებული აზრის მქონეების გარიყვა:

“არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს”.

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას.

მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა.

არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ (“პრონწკულ”) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.
გუშინ, ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.
გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).
ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან.” – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გუშინ გაიმართა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

“გირჩმა”; გიორგი ვაშაძემ; ზურა ჯაფარიძემ; ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ; ალეკო ელისაშვილმა; სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად; დავით ბაქრაძემ ასევე ინდივიდუალურად; ხათუნა სამნიძემ.

“ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და შეთანხმების ტექსტს მათი ხელმოწერა არ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g