LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს არ ეთანხმები, მერე “ქართული ოცნების” მხრიდან შეწყალებას როგორ უნდა დაეთანხმო?: ირაკლი კობახიძე

195
ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს პატიობს. მისი თქმით, როგორც არ უნდა იყოს, მმართველი გუნდი ამნისტიის კანონს მიიღებს.

“პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით, იმ დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ.

რაც შეეხება გირაოს არ მიღებას, ესაა გაუგებარი, ბავშვური თამაში, როდესაც ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს არ ეთანხმები, მერე “ქართული ოცნების” მხრიდან შეწყალებას როგორ უნდა დაეთანხმო? 

ამნისტიის კანონი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიას მის მიერ ჩადენილ დანაშაულს პატიობს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამნისტიის კანონს მივიღებთ,” – განაცხადა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

უამრავი ადამიანი გაბრაზებულია არამხოლოდ მელიასა და სააკაშვილზე, არამედ ჩვენზეც, რომ კომპრომისებს ვუშვებთ: გია ვოლსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g