LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს ვყოფილვარ გამხდარი და გლამურული – 65 წლის ვუპი გოლდბერგი ჟურნალის გარეკანზე 

194
wpgoldberg

მსახიობი ვუპი გოლდბერგი გამოცემა  Hollywood Royalty-ის გარეკანზე გამოჩნდა, 65 წლის მსახიობმა გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა და გაიხსენა, რამდენად რთული იყო 1991 წელს შავკანიანი მსახიობისთვის „ოსკარის“ მიღება. გოლდბერგს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა ფილმმა „მოჩვენება“, სადაც მან ოდა მეი ბრაუნის როლი შეასრულა.

ვუპი დეტალურად იხსენებს ურთულეს გზას წარმატებამდე. ამბობს, რომ განსაკუთრებულად მძიმე იყო ის, რომ ვუპი არასოდეს ჯდებოდა ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტებში:

„არასოდეს ვყოფილვარ გამხდარი და გლამურული, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი სტილი მეპოვა“ – ამბობს მსახიობი, რომელიც ჟურნალის გარეკანზე შავი, ძალიან ორიგინალური კაბით პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g