„მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არა ყოველდღიურად ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა.
პაატა იმნაძე საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა იმნაძემ.