„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, ევროპარლამენტარების თავდებობის წინადადება გაცილებით უფრო სხვა განზომილებისა და კონსტრუქციის წინადადებაა, შესაბამისად, ენმ-ს ლიდერი მას საინტერესოდ მიიჩნევს.
“ჩემი აზრით, ეს წინადადება გირაოს გავრილოვისთვის, ხარისხობრივად ნამდვილად აღემატება, ახლა ჯერი უკვე ხელისუფლებაზეა. არ ვიცი, ამას ტექნიკურად ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები როგორ განახორციელებენ, საქართველოს მეგობრები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებას, ალბათ, პასუხის გაცემა მოუწევს და ესეც მნიშვნელოვანია.
საინტერესო წინადადებაა, ამასთან დაკავშირებით, ნიკას პოზიციაც გახდება ცნობილი. მაგრამ, მე სევდიანად მახსენებს და ამ წინადადების მოსმენისას გამიჩნდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო მეტის მიღწევა“.- განაცხადა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ პარტია “ლელომ” ევროპარლამენტარებს”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თავდებობა შესთავაზა, რათა მელიამ საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდისა და ამნისტიის გარეშე შეძლოს.
ამავე თემაზე:
შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე
