LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას გათავისუფლების 4 გზას ასახელებს: “ნუ გვლანძღავენ და ამ პროცესში ხელს ნუ შეგვიშლიან”

63
BeFunky-collage (1)

“სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად სხვადასხვა ვარტიანს ასახელებს, თუმცა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე ოპტიმალური ჩამოთვლილთაგან ამნისტიაა.

მისივე თქმით, ადამიანებმა, რომლებიც მხარს არ აუჭერენ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას, ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალონ.

ამასთან, როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს და ადამიანებს თვალები დათხარეს.

რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცავებზე - თამარ ონიანი განმარტავს

"თუ ვინმეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცველთა მიმართებით ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი"

„იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, რამდენიმე გზა არსებობს, პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ საკითხში ნიკა მელიას, მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და ხელისუფლება შევცვალოთ, რისი ალბათობაც ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რადგან ვიცით, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების დროს პარტიული აქტივის გარდა, არავინ გამოსულა და მეოთხე არის აბსურდული, ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

მოცემულ სიტუაციაში, ამ 4 ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ უმწიკვლოდ გამოვიდენ ამ პროცესიდან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, ნუ გვლანძღავენ და ამ პროცესში ხელს ნუ შეგვიშლიან“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე:

მასზე გადატეხეს ჯოხი, გულგატეხილია, დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა – ვაია, არ გამოვა – ვუია: მაჭარაშვილი მელიაზე

შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე

მეეჭვება მელია თავდებობით გათავისუფლდეს, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ საკითხის გამო, ამნისტია მიიღოს: ლაშა დამენია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g