LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა

73

რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნესმეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში 318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი – 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი – 23 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g