LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს ,,ოსკარებს” გვიწყობს”

960
ვოისი-ნიკას-გუნდი

ნიკოლოზ რაჭველის მეორე სამეული დღევანდელი ,,ვოისის” ლაივზე კვლავ ერთი და იმავე სიმღერით წარდგა, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციებით – მათგან ნამდვილად გამორჩეული იყო ვიოლეტა მგალობლიშვილი, რომელმაც შესანიშნავი შესრულება შემოგვთავაზა. კონკურსანტების საზიარო სიმღერა, – მიშელ ლეგრანის What Are You Doing The Rest Of Your Life არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს შეუსრულებია, მათ შორის, მაესტროს საყვარელ ბარბრა სტრეიზანდსაც. იმავე კომპოზიციისთვის კატო ვერხვიაშვილს ვოკალური აკომპანემენტი გაუწია ჯგუფმა “ქუინტესენსი”, ხოლო ფრანგულენოვანი ვარიანტი ჩვენ წინაშე წარმოადგინა ჯეკო გოგიტიძემ, რომელიც სცენაზე მარტო იყო…

სტეფანემ განსაკუთრებული რეაქცია გამოხატა ვიოლეტას შესრულებაზე და სცენაზე მას ჩაეხუტა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს, “ვოისისა” და “პირველი არხის” მაყურებელს “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიის დარ შოუებს სთავაზობს…

ნიკოლოზ რაჭველის მეორე სამეულიდან, მაყურებლის რჩეული გახდა კატო ვერხვიაშვილი, ხოლო ნიკოლოზმა თავისი არჩევანი გააკეთა ვიოლეტა მგალობლიშვილის სასარგებლოდ.

ვოისი

რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში

,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g