LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ეპიდაფეთქებაა – რეკორდულად მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელი

248
Untitled design

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო საგანგაშო ხდება. 

15 აპრილის შემდეგ, მას მერე, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 000-სს გადააჭარბა, ყოველდღიურად ანტირეკორდი მყარდება.

კორონავირუსის ანტირეკორდი: ინდოეთში ბოლო 24 საათში 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დღეს დაფიქსირდა – გასულ დღე-ღამეში ვირუსი 352 911 ადამიანს დაუდასტურდა.

რეკორდულად არის გაზრდილი გარდაცვალების მაჩვენებელიც – ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, 2 812 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 17 313 163 შემთხვევა.

ინდოეთში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია მსოფლიო – რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და გერმანია, ქვეყნის ხელისუფლებას მხარდაჭერას სთავაზობს, რადგან ინდოეთის ჯანდაცვის სისტემას მარაგი ეწურება – საავადმყოფოებში ადგილები გადავსებულია, იწურება ჟანგბადის მიწოდების საშუალებების მარაგიც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ინდოეთმა შეძლო, პანდემიის პირველ ტალღას გამკლავებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე “ქვეყანა ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩნდა”

ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცე ინდოეთის მოვლენების ამსახველმა მძიმე კადრებმა მოიცვა, კორონავირუსით გარდაცვლილებს კრემაციას ქუჩებში უკეთებენ.

 

იხილეთ ფოტოგალერეა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g