LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი რუსეთისგან “სპუტნიკის” 50 მილიონ დოზას ყიდულობს – ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია

43
Untitled design (2)

თურქეთი რუსეთისგან “სპუტნიკის” კოვიდვაქცინის 50 მილიონ დოზას შეისყიდის.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, მხარეებმა შეანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

ხელშეკრულების მიხედვით, ვაქცინის აღნიშნული დოზებით თურქეთი ექვსი თვის განმავლობაში მომარაგდება, “სპუტნიკის” პირველ პარტიას კი ქვეყანაში მაისში ჩაიტანენ.

როგორც ფაჰრეთინ ქოჯამ აღნიშნა, მარეგულირებლები აქტიურად მუშაობენ და “სპუტნიკის” ვაქცინა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების დაშვების ბოლო სტადიაზეა.

თურქეთში ამ დროისთვის იმუნიზაციის პროცესი “ფაიზერისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით მიმდინარეობს. ქვეყანა ინფიცირების შემთხვევებით მსოფლოში მეექვსე ადგილზეა – პანდემიის დაწყებიდან დრემდე, დაინფიცირდა 4 751 026 ადამიანი და გარდაიცვალა 39 398 პაციენტი.

რაც შეეხება რუსული წარმოების “სპუტნიკის” ვაქცინას, ის უკვე დამტკიცებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში. ოფიციალური მოსკოვის  მიერ წარდგენილი მონაცემებით, ის 92%-ით ეფექტიანია.

mazda magti 5g