„ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება. Forbes Georgia -ს ინფორმაციით, წელს ცნობილი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიას რამდენიმე ახალი ობიექტი დაემატება, კერძოდ: ივნისის ბოლოსთვის კომპლექსს რიგით მე-15 სასტუმრო კორპუსი შეემატება. ეს იქნება ტბის პირას განთავსებული პრემიუმ-კლასის 51-ნომრიანი სასტუმრო.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს კომპლექსის ტერიტორიაზე გამოჩნდება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი – რესტორანი თავისი ღია და დახურული სივრცეებით. აღნიშნულ რესტორანთანაც იქნება აუზი, რომლის დაქირავებასაც სტუმრები წვეულებებისა და ღონისძიებების გასამართავად შეძლებენ. აღნიშნული ობიექტი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ იქვე მოეწყობა ტბა. Forbes Georgia -ს ინფორმაციითვე, ლოპოტას ამ მეორე ტბაში დამსვენებლები ბანაობასაც შეძლებენ.
ამასთან, ივნისის თვეშივე იგეგმება კომპლექსის ტერიტორიაზე პროფესიონალური კალათბურთის მოედნის გახსნაც.