”ბაზისბანკში” სერვისცენტრების განახლება გრძელდება. ამჯერად სარემონტო სამუშაოები დასრულდა კოსტავას გამზ. 76 ში. უახლესი აპარატურით აღჭურვილ სერვისცენტრში მომხმარებელს, ტრადიციულად, სრული საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვს.
სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–20:00, შაბათი 10:00–17:00.
”ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილია როგორც არსებული სერვისცენტრების განახლება, ასევე ახლის გახსნა”, – აცხადებენ ბანკში.