LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომელთა მიღება რძესთან ერთად სახიფათოა

703
page

რძე – ის პროდუქტია, რომელიც ყველაზე დიდ კამათს იწვევს. ორ ბანაკად გაყოფილი დიეტოლოგების ნაწილის მტკიცებით, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს ძალიან უჭირს ლაქტოზის გადამუშავება, ამიტომ ნებისმიერ რძის პროდუქტს სახიფათოდ მიიჩნევს, ნაწილი კი, დარწმუნებულია, რომ ცილით მდიდარი რძე შეუცვლელია თანამედროვე ადამიანის რაციონში და მისი ჩანაცვლება მცენარეული (ქოქოსის ან ნუშის) ანალოგით შეუძლებელია.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ რძის გარკვეულ საკვებთან ერთად მიღება ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა. აღსანიშნავია, რომ ნუსხაში ის გავრცელებული პროდუქტი მოხვდა, რომელთაც მეტწილად სწორედ რძესთან ერთად მივირთმევთ.

რძე და ყავა – მართალია, რძიანი ყავის მიღება ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ დიეტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ცილა ანეიტრალებს კოფეინის ეფექტურობას და თუ დილას ყავით გამოფხიზლება გინდათ, უმჯობესია უარი თქვათ რძის დამატებაზე.

რძე და ჩაი – იმავეს თქმა შეიძლება მწვანე ჩაიზე, რადგან ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი სასარგებლო თვისებებს კარგავს რძესთან ერთად მიღებისას.

რძე და თევზი, ზღვის პროდუქტი – თევზის ან ზღვის პროდუქტის პასტა ნაღების სოუსთან ერთად – კიდევ ერთი გავრცელებული კომბინაციაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გახდეს დისკომფორტის მიზეზი, რადგან ორი განსხვავებული სახის ცილის შერწყმისას ორგანიზმი ჭარბ პროტენის იღებს, რომელსაც ვერ ამუშავებს და პრობლემები ამ შემთხვევაში თირკმელებს ექმნება.

რძე და კვერცხი – მორიგ „ცილის დარტყმად“ შეიძლება ჩაითვალოს რძის მიღება კვერცხთან და ყველთან ერთად, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ ომლეტის ჩვეულებრივი ერბოკვერცხით ან მოხარშული კვერცხით ჩანაცვლებას.

რძე და ხილი – ხილის მირთმევას დიეტოლოგები ძირითადი საკვებისგან ცალკე ერთგვარი წახემსების სახით გვირჩევენ, რადგან ორგანიზმს უჭირს ხილის სხვა პროდუქტთან ერთად გადამუშავება, რძესთან ერთად კი, პრაქტიკულად ბომბის ეფექტი აქვს. მაგალითად, ტკბილი ხილისა და ნაღების დესერტი ნოყიერი ვახშმის შემდეგ უმძიმეს დარტყმას აყენებს კუჭს, რადგან კუჭის წვას და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. ყველაზე სახიფათო პროდუქტის ნუსხაში ნესვი, ბანანი და მანგო ლიდერობენ, რადგან მათ გადამუშავებაზე რძესთან ერთად ორგანიზმი რეკორდულ დროს ხარჯავს.

რძე და ბოსტნეული – კიდევ ერთ სახიფათო კომბინაციად ითვლება რძისა და ბოსტნეულის, განსაკუთრებით მჟავე ან ჩვეულებრი კიტრის, პომიდვრის, ბროკოლის და სტაფილოს მირთმევა.

Р. S. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღის მანძილზე მხოლოდ ერთი ჭიქა რძის დალევა შეიძლება საკვების მიღებამდე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ, რადგან კუჭის წვენის ზემოქმედებით რძე ხაჭოსებრ მასად ტრანსფორმირდება და არ აძლევს ორგანიზმს სხვა პროდუქტის გადამუშავების საშუალებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g