LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, ვერ გეტყვით, ხვალიდან პარტიაში მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება: მელია

102
Untitled design (3)

“პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

მისი თქმით, აღნშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლას დეტალურად აპირებს და გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური:

“ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, უშუალოდ პარტიაში და ასევე, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არა ერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე.

პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება რა დაუნდოდებლ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია.” – თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g