მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ენმ-დან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” სპიკერი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, მთავრობის გაკრიტიკება ბევრად უფრო რეზონანსულია, როდესაც ეს პარლამენტში ხდება და არა მის გარეთ.
„ნებისმიერი მართებული კრიტიკა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ ბევრად რეზონანსულია პლენარული სხდომიდან, ვიდრე ამ კრიტიკის გარედან ყვირილი“, – წერს მაიკლ გალერი.