LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მკაცრად გმობს სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ: ზალკალიანი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

72
Untitled design (1)

“საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ,” – ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება.

დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოს მთავრობა ისრაელში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და რომ რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას ალტერნატივა არ აქვს:

“საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ძირს უთხრის. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.” – წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა და თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში.

magti 5g