LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Brit Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

95
page

ლონდონში პრესტიჟული ბრიტანული მუსიკალური პრემიის, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია შედგა. ღონისძიება არენა O2-ზე გაიმართა, მას 4000 სტუმარი დაესწრო.

ლონდონის არენაზე შესვლამდე სტუმრებმა კორონავირუსის ტესტის საბუთი უნდა წარადგინონ

რაც შეეხება გამარჯვებულებს, დუა ლიპამ ორ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, ის „წლის საუკეთესო ქალ შემსრულებლად“ აღიარეს, მისმა ნამუშევარმა, Future Nostalgia კი „საუკეთესო ალბომის“ ტიტული დაიმსახურა.

https://www.youtube.com/watch?v=iNhW0is2ViY&t=446s

„წლის საუკეთესო კაც შემსრულებლად“ Hus-ი დასახელდა, „საუკეთესო ჯგუფის წოდება“  Little Mix-მა მოიპოვა. „საუკეთესო ბრიტანულ სინგლად“ კი ჰარი სტაილზის Watermelon Sugar დასახელდა.

https://www.youtube.com/watch?v=kewee3sgUyE

რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, „დეკადის ვარსკვლავის“ წოდების მქონე მომღერალს დაჯილდოებაზე „გლობალური საკულტო შემსრულებლის“ ჯილდო გადაეცა. „საერთაშორისო არტისტის“ ტიტული  ბილი აილიშმა მოიპოვა, ხოლო  „საერთაშორისო არტისტი მამაკაცი“  The Weeknd გახდა.

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

წლის გარღვევა –  არლო პარკსი

საუკეთესო სინგლი –  ჰარი სტაილსი –  Watermelon Sugar

ქალი არტისტი – დუა ლიპა

მამაკაცი არტისტი –  J Hus

საერთაშორისო არტისტი –  ბილი აილიში

საერთაშორისო არტისტი მამაკაცი – The Weeknd

ბრიტანული ჯგუფი – Little Mix

საუკეთესო ალბომი – დუა ლიპა –  Future Nostalgia

ახალბედა ვარსკვლავი –  Griff

გლობალური საკულტო შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები