LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში 48 წლის ექთანი კორონავირუსით მეორედ ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

121
ექთანი

კორონავირუსით ფოთში 48 წლის ექთანი გარდაიცვალა. ირმა თოფურია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მორიგე ექთანი იყო, ასევე მუშაობდა ქალაქის ჰოსპიტალში.

ცენტრის ხელმძღვანელის, კესო გელენიძის თქმით, მორიგე ექთანს, კოვიდ-19 მეორედ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ექთნის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად მდგომარეობა დამძიმდა.

გადავიყვანეთ თბილისში, თსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ათი დღე მკურნალობდა. დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა,“ – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g