LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID YES-Georgia ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

222
USAID YES-Georgia 1

7-9 მაისს, USAID-ის პროგრამის – ‘’ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა” (USAID YES-Georgia) ფარგლებში საინფორმაციო ტური გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლებს  გაეცნოთ USAID YES-Georgia-ს პროგრამის ბენეფიციარები და ტრენინგ კურსებში მონაწილე ქალების ბიზნესები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წარმატებით ახორციელებენ.

ტურის ფარგლებში ჟურნალისტები და პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები მეწარმეებს ესტუმრნენ: ხაშურში, ლანჩხუთში, ქუთაისსა და ქობულეთში, სადაც პროექტის ბენეფიციარებმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს და მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს მათ მიერ შექნილი საწარმოები, ის სიახლეები, რაც პანდემიის მიუხედავად საკუთარ რეგიონსა და სოფელში წარმატებით დანერგეს.

ტურის ფარგლებში ორგანიზატორებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და ქალი მეწარმეების ჩართულობაზე ქვეყნის ეკონომიკაში და ქალების გაძლიერების კომპონენტზე. ასევე იმ ინვესტიციაზე, რასაც პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები  პროექტის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ იმ გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ, რაც მოკლე პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ასევე იმ გეგმებზე, რომლის დანერგვასაც ქალი მეწარმეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ.

ინფორმაციული ტური მოიცავდა შემდეგ მდებარეობებსა და საწარმოებს: კაფე ‘’მელბროსი’’, ჩირის წარმოება „ჯეოხემსი’’, ენების ცენტრი „KLC”, არტ-კაფე „ქეთოსთან“ და კაფე ‘’თეთრი სახლის ბურგერი.’’

პროგრამამ – USAID YES-Georgia უკვე 4500-მდე ახალგაზრდა და ქალი მეწარმე მოიცვა. პროგრამის დაწყებიდან ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, მეწარმეობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდა 1400-მდე ახალგაზრდას, მათ შორის, 800-ზე მეტ ახალგაზრდა ქალს. თანადაფინანსება მოიპოვა 77-მა მიკრო-საწარმომ, ჯამში 500 000 ლარამდე ოდენობით.

ცნობისთვის, USAID-ის პროგრამა – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში.

პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი.” სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს.

როგორც USAID – ში ამბობენ, 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g