LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი თინა თოფურიას “ფეიკ აკადემიკოსს” უწოდებს: “მუცლის მოშლის მაჩვენებელი აუცრელ ქალებში არ განსხვავდება აცრილებისგან!..”

2400
revazbojorishvili345

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში თინა თოფურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ორსულებზე აცრების სახით ექსპერიმენტებს ატარებენ და ვაქცინა მუცლის მოშლას იწვევს გარკვეულ შემთხვევებში.

რევაზ ბოჭორიშვილი წერს:

“თითქოს არაფერი აღარ უნდა მაკვირვებდეს…
მაგრამ… ვერ ვეგუები მსგავს აშკარა ბინძურ მანიპულაციებსა და პრიმიტიულ დეზინფორმაციას. ბევრი ვიწვალე, რომ ყველაზე მსუბუქი ტერმინით გადმომეცა, რას ვფიქრობ ამაზე და ასეთ არსებებზე. თან ჩემს უშუალო სპეციალობას შეეხება.

მოკლედ, რამდენიმე ადგილას წავაწყდი “ინფორმაციას“, რომ ორსულებზე თურმე ექსპერიმენტებს ატარებენ, ვაქცინებს უკეთებენ, რის შედეგადაც ნაყოფი იღუპება და… შემდეგ, როგორც ყოველთვის, ნიაღვარი იწყება სიბნელის და ა.შ.

პირველწყარო ამ “ინფორმაციის“ ფეიკ აკადემიკოსია.
13,9 %-ია მუცლის მოშლა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, ამერიკულმა კვლევამ აჩვენაო და… მერე ეს ფეიკ ექიმი იწყებს ჩვეულ დემაგოგიას და სიცრუის ფრქვევას… აღარ მოვიყვან.

არადა, ყველა მეან-გინეკოლოგმა იცის, რომ ყოველგვარი აცრების გარეშე, სრულიად ჩვეულებრივ პირობებში, მუცლის მოშლამ 25%-ს შეიძლება მიაღწიოს საერთო პოპულაციაში. ეს სრულიად ნორმალური ფენომენია.

ასევე ცხადია, რომ “აკადემიკოსის“ ფანები და მაციტირებლები სტატიის ორიგინალს არ წაიკითხავენ, სადაც ნათლადაა აღნიშნული რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი არ განსხვავდება აუცრელ ქალებში ამავე მაჩვენებლისაგან. ორსულობის სხვა პარამეტრებშიც არანაირი განსხვავება არაა აცრილებსა და აუცრელებს შორის…

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2104983

მსგავსი დეზინფორმაციის განეიტრალებით, ოფიციალური სტრუქტურები უნდა იყვნენ დაკავებული. წესით.
მაგრამ გალაქტიკაში კოვიდის საუკეთესო მართვის სპეცები ასეთ წვრილმანებზე დროს როგორ დაკარგავენ. თან “ანტივაქცინური“ გარდატეხა ხომ უკვე მოხდა, არა?

PS ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები გამართლებული და საჭიროა, რნმ ვაქცინებით. ანუ ფაიზერ- მოდერნათი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g