LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა

89
ისრაელი-პალესტინა

პალესტინელთა დაჯგუფებამ – „ჰამასმა“ ისრაელის კიდევ ერთ ქალაქზე – პეტახ-ტიკვაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, არიან დაჭრილები. ამასთან, ისრაელის არმიამ საპასუხო იერიში განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო სამ დღეში, ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით 1500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. მათივე განცხადებით,  350-მდე რაკეტამ სამიზნემდე ვერ მიაღწია, კიდევ რამდენიმე ასეული კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

ისრაელის ბოლო საპასუხო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში განადგურებულია „ჰამასის“ ფინანსური ცენტრი და დაზვერვის შენობა. თავდაცვის ძალების თანახმად, გასულ სამ დღეში ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დაბომბეს 350-მდე სამიზნე.

ისრაელი აცხადებს, რომ იერიშების შესახებ ღაზის სექტორის მშვიდობიან მცხოვრებთ წინასწარ აფრთხილებს, რათა მათ ევაკუაცია შეძლონ, თუმცა, პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიცაა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მაისის შემდეგ, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულია სულ მცირე 67 ადამიანი, მათ შორის, 17 ბავშვი. დაჭრილია 388. ისრაელის მონაცემებით კი, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი და სამხედრო მოსამსახურე. 100-მდე კი დაჭრილია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტი უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება გადაწყვიტა.

ისრაელის არმიის და „ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ქალაქში  შეტაკებები ადგილობრივ არაბებსა და ებრაელებს შორის დაიწყო. ბოლო სამ დღეში დაკავებულია 400-მდე პირი.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ანარქიას არ დაუშვებენ.

ამ ეტაპზე, ისრაელიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას: ზალკალიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g