LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი მზაობა აღმოაჩნდათ იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ – ჯაღმაიძე

52
-2020-10-24-13-11-03-407698

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ , – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ იარსებებს.

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში. დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი. მოსახლეობისგან ჩვენ მიმართ მომართვიანობა ინტენსიურად ხდება. ვალდებულებაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.

ყოფით ნიადაგზე მოხდა რამდენადაც ვიცი. აქ ჩვენი მრევლია, გვიკავშირდებიან, ყველასთვის სასარგებლოა მშვიდობა და ყველა ამისკენ იყო მოწოდებული. იმედი მაქვს, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები