LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუშვებელია სამართალდამცავების ამნისტირება სერიოზულ დანაშაულებზე: სიმონიშვილი

50
ნიკა სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუშვებელია სამართალდამცავების ამნისტირება ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც სერიოზული დანაშაულებია და კონვენციის დარღვევას გულისხმობს.

ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, საიამ პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ამ მოცემულობით, გამოძიება მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არის დაწყებული და კანონპროექტიც მხოლოდ ამის ამნისტირებას ითვალისწინებს:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პრაქტიკის პირობებში, ასეთი კანონის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შემთხვევაში არ დაუშვას 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებთან მიმართებით ამნისტიის კანონის მიღება, რაც პრაქტიკის პირობებში იქნება სწორედაც კონვენციის დარღვევა”, – თქვა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს ფრაქცია ,”ქართული ოცნებისა” და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება.

საიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.

magti 5g