LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორია განახლებული პეტრას ციხე, რომელმაც ვიზიტორების მიღება უკვე დაიწყო

471
184690308-3033839810222292-2832298068395319125-n

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და მან ვიზიტორების მიღება უკვე განაახლა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.

პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა.

“3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g