LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ „ევროპელი სოციალისტები“ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მისაკუთრებას ცდილობენ

103
ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი ადგილი საარჩევნო კომისიაში“. როგორც ინჯია აცხადებს, წინა, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს განსაზღვრავს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი ადგილი საარჩევნო კომისიაში: ირმა ინაშვილი

მისივე განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“, აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ ისმის, „უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიაჩნიათ“.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც განსაზღვრავს საპარლამენტო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სრულად ახალ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ პრინციპიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ საკუთარი პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის მხარს უჭერენ მიმდინარე საპარლამენტო და საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი ევროპელი მეგობრების, კერძოდ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი,“ – წერია პარტიის განცხადებაში.

პოპულარულები