LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს

43

საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხის გასარკვევად, სერბეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქმა მიიღო. დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

ანატოლი ბიბილოვი სერბეთში 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი ასევე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები