“თუ ნინოწმინდის პანსიონში რაიმე პრობლემაა, შესაბამისი სახელმწიფო უწყება მას ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს,” – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც ესა თუ ის ეპარქია მართავს, უპრობლემოდ შედიან.
“ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას, ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს. სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”. — განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მაისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში უკვე მეორედ არ შეუშვეს. სახალხო დამცველის განმარტებით, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
ომბუდსმენის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არღვევს.
მათივე ინფორმაციით, საკითხის გასაჯაროების შემდეგ სოციალურ მუშაკს, თითქმის ერთი წლის შემდეგ, პანსიონში ვიზიტის უფლება მისცეს. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ გაეროს მითითების შესრულებად.