LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა: სამადაშვილი

58
სალომე სამადაშვილი

“ჩემი აზრით, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა”, – ამბობს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი და აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა დროისა და ენერგვის ხარჯვა იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემაში შეცვალოს ის, რაც შესაცვლელია.

სამადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით განხორციელდეს, იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირი იყოს:

“ჩემი აზრით, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა. ჩვენ ვიცით და დადგენილია, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რა დარღვევები იყო არჩევნების პროცესში. ამიტომ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნებზე და შარლ მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები მივიღოთ თვისობრივად, ხარისხობრივად სხვანაირი და არა ის, რომ დრო ვკარგოთ გამოძიებაზე, სადაც რაიმეს დადგენა ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ არ ვმონაწილებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.” – თქვა სამადაშვილმა.

პოლიტიკოსი საარჩევნო სისტემის ცვლილების შედეგად მიღებულ რეალობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შედეგიც იქნება ის, რომ “ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებს წააგებს და ამის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს:

“მმართველ გუნდს აშშ-ის სენატმა უთხრა, რომ არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უთხრეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ ქვეყანაში ჩატარებულა გასული წლების მანძილზე და დაუდეს რეკომენდაციების სია, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო სია რეალურად დაემსგავსოს დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო სიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დროის კარგვას არავინ აპირებს იმაზე, რაც უკვე დადგენილია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დროის და ენერგვის დახარჯვა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს ის, რაც არის შესაცვლელი საარჩევნო სისტემაში. რისი შედეგიც ცხადია იქნება ის, რომ „ქართული ონება“ ადგილობრივ არჩევნებს წააგებს და ამის შემდეგ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მომავალ წელს.” – თქვა სამადაშვილმა.

არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო: სამადაშვილი

mazda magti 5g