ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. გზის ამ მონაკვეთზე მსუბუქი მანქანების გადაადგილება აიკრძალა. საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსი თამაზ აბდულაშვილის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, გომბორზე ტემპერატურა -6 გრადუსია და აქტიურად მიმდინარეობს ე.წ ტექნიკური მარილის დაყრა.
გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.