LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways -ის ავიაპარკს Boeing 737-800 დაემატება

137

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 2017 წელს აჯამებს და 2018 წლის გეგმებზეც საუბრობს. როგორც ავიაკომპანიის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, გასული წლის განმავლობაში Georgian Airways 308 275 მგზავრს მომემსახურა. ამასთან, 2017 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყო თბილისიდან ლონდონისა და პრაღის, ასევე, ბათუმის მიმართულებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2018 წლის 25 მარტიდან ავიაკომპანია პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს ევროპის 9 მსხვილი ქალაქისკენ, კერძოდ: პარიზის, ბოლონიის, სალონიკის, ბარსელონას, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ბრიუსელისა და ათენის მიმართულებით.

რაც შეეხება Georgian Airways -ის ავიაპარკს – 2018 წელს მას დაემატება Embraer 190 და Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდები. შეგახსენებთ, 2017 წლის განმავლობაში ქართული ავიაკომპანიის ავიაპარკს უკვე დაემატა 3 Embraer 190 .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g