LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ტურისტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდანაც მიიღებს

118
AW7WXM43VFKWTDCSJX4JURXDQA

Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთი 7 ივნისიდან, ქვეყანაში შესვლის ნებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს დართავს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვთ. ახალი წესი გავრცელდება ყველა მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან არის. ამასთან, 24 მაისიდან ესპანეთი იმ ტურისტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეყნებიდან არიან, ქვეყანაში შესვლისთვის PCR ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვს.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ევროკავშირი ყველა ტურისტს მიიღებს, ვინც სრულად არის აცრილი ევროპის წამლის სააგენტოს, ან ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, ესენია: Pfizer-BioNTech, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca და Sinopharm.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g