LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს რუსეთია: შალვა პაპუაშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე

98
შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხმიანება, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

მისი განცხადებით, თუ ვინმეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს რუსეთია, ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთის ინტერესების მიხედვით მოქმედებაა.

“ნამახვანჰესი და, ზოგადად, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. კითხვებთან დაკავშირებით მზადაა როგორც მთავრობა, ისე თავად კომპანია და ექსპერტთა ჯგუფები დისკუსიისთვის. თუ ვინმეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა დღეს არ აწყობს, ეს არის რუსეთი, ამიტომ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს,”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები