„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ 14 საათზე დაიწყება.
დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც უერთდებიან. ცნობილია, რომ აქციებს განგრძობადი სახე ექნება და მოქალაქეები თბილისში დასარჩენად ემზადებიან.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ