LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა: იმნაძე

82
პაატა-იმნაძე

რამდენად მაღალია იმის რისკი, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის ახალი შტამები წარმოიქმნას – ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პასუხობს, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, ამის მიზეზად კი ქვეყნის მცირე მოსახლეობას ასახელებს.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ვირუსის ახალი სახეობები იმ ქვეყნებში უფრო ვრცელდება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს:

“სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში, ნაკლებად სავარაუდოა.

ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციებს სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია.” – თქვა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g