LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

50

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარდგენა. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

magti 5g